Friday, June 11, 2010

ფეხბურთი

ფეხბურთი გუნდური სპორტია, რომელსაც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. ბურთით თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ორი დამხმარე გვერდითა მსაჯები. მთავარი მსაჯი წყვიტავს ყველა ეპიზოდს არის თუ არა ჯარიმა, თუ ეს ჯარიმა არის უხეში მაშინ მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ბარათი, ხოლო თუ ფეხბურთელი ერთ მატჩში მიიღებს ორ ყვითელ ბარათს, მაშინ მსაჯი აუცილებლად უჩვენებს მოთამაშეს წითელ ბარათს.
თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა ინგლისში, რასაც ფეხბურთის ასოციაციის შექმნა მოჰყვა, რომლის 1863 წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა ფიფა (აკრონიმი ფრანგ. Fédération Internationale de Football Association - FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია ფიფას მსოფლიო თასი, ჩემპიონატი, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში.

No comments:

Post a Comment