Friday, June 11, 2010

მეკარე

მეკარე (ინგლ. goalkeeper} — მოთამაშე კარის დამცველი, მისი მთავარი მიზანია — არ მისცეს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს გოლის გატანის საშუალება. ხშირ შემთხვევაში თამაშობს კართან ახლოს.
ხელით თამაში [რედაქტირება]

მეკარე — ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც ბურთთან ხელის შეხების უფლება აქვს, იგი სხეულის ამ ნაწილით იგერიებს მოწინააღმდეგის დარტყმულ ბურთს, აკეთებს პასს. თეორიულად მას ხელით გოლის გატანაც შეუძლია, თუმცა პრაქტიკულად ეს შეუძლებელია და ეს არც მომხდარა.
მეკარეს არ შეუძლია ხელით თამაში შემდეგ შემთხვევებში:
როდესაც მეკარე იმყოფება საკუთარი საჯარიმოს გარეთ (ამ შემთხვევაში მეკარე ისჯება ყვითელი ან წითელი ბარათით, ხოლო მთლიანად გუნდი საჯარიმო დარტყმით);
როდესაც თავისი თანაკლუბელისაგან ფეხით იღებს პასს (თავით მიცემული პასის გარდა), ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ინიშნება თავისუფალი დარტყმა.

No comments:

Post a Comment