Friday, June 4, 2010

რთულად კონსტრუირებული მარტივი - ავეჯი „ზანოტასგან“
მის ფანტაზიებში ფორმა, მოხაზულობა, მასალა და ხარისხი პირველ ადგილზეა. შემდგომ ფანტაზიებს რეალობად აქცევს და მსოფლიოში დიზაინის მიმართულებით სიახლეებსაც ნერგავს. ამიტომ არის, რომ 1954 წელს დაარსებული კომპანია „ზანოტა” იტალიური დიზაინის ინდუსტრიაში აღიარებული ლიდერია. მისი დამაარსებელი აურელიო ზანოტა საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. პირველი ჯილდო ინოვაციური ხედვისათვის და გამომგონებლობისათვის 1960 წელს მიიღო და საერთაშორისო ყურადღებაც დაიმსახურა.


აურელიომ წარმატების საიდუმლო ფართო საზოგადოებას 80-იანების დასასრულს გაანდო. მან აღნიშნა, რომ 60-იანი წლები დიზაინისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, ხალხი სიახლეს და ორიგინალურობას ეძიებოდა, შესაბამისად ამ დროს შექმნილმა დიზაინერულმა კომპანიებმა მეტ ნაკლებად რაღაცას მაინც მიაღწიეს. შემოქმედებითობა, ძველისა და ახლის შერ ...
წიგნები VS. კოსმეტიკა = Avon
ვის არ შეხვედრია უცნობი ადამიანი, რომელიც კარზე გვიკაკუნებს, ე.წ. „ჭეშმარიტებაზე“ გვესაუბრება და მერე ფერებში ილუსტრირებულ წიგნებს გვირიგებს? პირადად მე „ასეთებს“ ბევრჯერ შევხვედრილვარ, თუმცა „ჭეშმარიტების“ მოსმენის სურვილი არასოდეს გამჩენია. აი, დევიდ მაკონელმა კი უკვე 28 წლის ასაკში კარგად იცოდა, როგორ გაესაღებინა წიგნები არა „ჭეშმარიტებაზე“ საუბრით, არამედ კოსმეტკური პროდუქციის მეშვეობით. იმ უცნობი ადამიანებისა არ იყოს, ისიც კარდაკარ დადიოდა და ვინაიდან ეს ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინანდელი ამბავია, სახლში ძირითადად დიასახლისები ხვდებოდნენ. კლიენტების ყურადღებას კოსმეტიკური პროდუქციის მეშვეობით იპყრობდა, შემდგომში კი წიგნებს მათზევე ასაღებდა. ფაქტია, რომ თავის მოვლის საშუალებებზე ქალბატონები თითქმის არასოდეს ამბობენ უარს. აი წიგნები ხანდახან ნაკლებად აინტ ...
ემანუელ უნგაროს მოდის სახლი
ემანუელ უნგარო – ეს ის მოდელიორია, რომლის ცხოვრების და შემოქმედების საკვანძო სიტყვა – დამოუკიდებლობაა. მას არა აქვს ჩარჩოები არც შემოქმდებაში და არც თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაში.
„ჩემი ტანსაცმელი ქალს თავისუფლებას აგრძნობინებს. მისი ტარება მას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუძლია” – განაცხადა ერთხელ უნგარომ.

დიზაინერი ბავშვობაში კონსტრუქტორებსა და ჯარისკაცებს დედის საკერავ მანქანას ამჯობინებდა. შემდგომში უკვე მოზარდი ემანუელი კარიერის გასაკეთებლად პროვინციიდან საფრანგეთში გაემგზავრა და პატარა ოტელიეში მკერავად მუშაობდა.

დიზაინერმა საკუთარი კომპანია 1965 წელს გახსნა. იგი პირველივე კოლექციიდან შეამჩნიეს. დიზაინერმა ახალი სახლიც კი შეიძინა, რომელიც დღესდღეობით ემანუელ უნგაროს კომპანიის შტაბ ბინად არის ქცეული.


შემოქმედებით ფანტაზიას ემანუელი არასოდეს უჩიოდა. მას ...
Armani Hotel Dubai
ფეშენებელური საცხოვრებლები, იახტები, კუნძულები და რესტორნები მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი და მდიდარი დიზაინერებისათვის აღარ კმარა. ახლა საკუთარი სასტუმროს ფლობა მათთვის უკვე აუცილებლობაცაა. სწორედ ასე მოიქცა მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ტირანი - ჯორჯო არმანი. დიზაინერმა მშენებლობაში მილიონები დააბანდა. შედეგად კი დუბაიში მდებარე სასტუმრო - Armani Hotel Dubai-ს მფლობელი გახდა.
Armani Hotel Dubai ჯერ ახალბედაა, თუმცა სასტუმროში გაჩერებულ სტუმრებს ცხოვრების დღესასწაულად გადაქცევას ჰპირდება. სასტუმროს ტერიტორიაზე 8 რესტორანი ფუნქციონირებს, სადაც მსოფლიოში საუკეთესო მზარეულები იტალიურ, იაპონურ, ინდურ და ფრანგული კერძებს ამზადებენ. 160 სართულიანი ცათამბჯენი Burj Khalifa 37 სართულს სასტუმროს უთმობს.
Armani Hotel Dubai მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს სტუმრებს. სასტუმროში ...
ქეით მოსის ბრენდის იდენტურობა
მოდის ინდუსტრიის კარი ყოველწლიურად ათასობით მოდელისთვის იღება. გარკვეული მიზეზების ან უბრალოდ წარუმატებლობის გამო, ზოგიერთი მათგანი ამ საქმიანობას თავს მალევე ანებებს. მოდელებს შორის ისეთებიც მოიპოვებიან, რომელთა გამოსტუმრებას მოდის ინდუსტრია სულაც არ ფიქრობს. ამის ნათელი მაგალითი ინგლისელი სუპერმოდელი ქეით მოსია. სამოდელო კარიერის განმავლობაში, ის 300-მდე ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა. 36 წლის ასაკში ქეით მოსი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოდელია, მისი შემოსავალი კი წელიწადში 9 მილიონ დოლარს აღწევს. თუმცა, წარმატებული სუპერმოდელისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ქეით მოსის დიზაინით შეკერილი ტანსაცმლის კოლექცია ექსკლუზიურად „ტოპშოპის“ მაღაზიათა ქსელისათვის 2007 წელს შეიქმნა. „ტოპშოპის“ მაღაზიათა ქსელთან გაურკვევლობის გამო, ქეით მოსის პროდუქციის გაყიდვები შე ...
SHARP - მუდამ ბასრი
კომერციული ტელეფონი ფოტოკამერით პირველად „SHARP-მა” გამოუშვა. გამოგონების თვალსაზრისით, კომპანია არაერთხელ ყოფილა ინოვატორი. თუმცა, მსოფლიო აღიარებამდე დიდი გზა განვლო. ელექტრონიკის მწარმოებელი იაპონური კომპანიის დაარსების ისტორია 1912 წლის 15 სექტემბერს უკავშირდება. ვინაიდან ყველაფერი სწორედ მაშინ, ტოკუჯი ჰაიაკავას მიერ დაარსებული მეტალის საამქროდან დაიწყო. საქმეები კარგად მიდიოდა. ნიკელის კორპუსში მოთავსებული მექანიკური ფანქარი ერთ-ერთი პირველი დაპატენტებული გამოგონება იყო. ფანქარი გათლას არ საჭიროებდა, ამიტომაც ბაზარზე მისი პოზიციონირება ასეთი იყო - „მუდამ ბასრი“ (ინგ. ever-sharp pencil). კორპორაციის დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან წარმოიშვა.


წარმატებულ ბიზნესში ყოველთვის არიან ისინი, ვინც საქმის სასიკეთოდ ძალისხმევას არ იშურებენ. ასევე, არსებობენ ...
თომას ბატას მიზნები და 15 მილიარდი გაყიდული წყვილი ფეხსაცმელი
„Bata“ ოჯახის მფლობელობაში არსებული, ფეხსაცმლის დიდი კომპანიაა. მისი სათაო ოფისი შვეიცარიაში მდებარეობს, ბიზნესი კი მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე აქვს გაშლილი. თავისი არსებობის მანძილზე კომპანიამ უკვე 15 მილიარდი წყვილი ფეხსაცმელი გაყიდა.
კომპანიის ისტორია დღევანდელ ჩეხეთის რესუბლიკაში ჯერ კიდევ 1894 წელს დაიწყო. მისი დამფუძნებელი თომას ბატა იყო. იდეის განხორციელბა მაშინ დაიწყო, როდესაც სამხედრო ფეხსაცმელზე პირველი შეკვეთა პირველი მსოფლიო ომის დროს მიიღო. თომას ბატას მიზნად ჰქონდა დასახული - შეექმნა მაღალხარისხიანი ფეხსაცმელი დაბალ ფასებში. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ „Bata-ს“ საქონელი იოლად ხელმისაწვდომი და მეტად გაყიდვადი გამხდარიყო.

თომას ბატა 1932 წელს გარდაიცვა, ხოლო კომპანია საკუთარ ძმას ჟან ანტოანინ ბატას დაუტოვა. მისი ხელმძღვანელობით საქმიანობა ძალიან წა ...
სტუდენტური ბიზნესი 1000 ა.შ.შ. დოლარად
წარმოუდგენელია, მაგრამ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანია „DELL-ის” საწყისი კაპიტალი 1000 დოლარს შეადგენდა. მაიკლ დელის მიერ 1984 წელს დაარსებულ კომპანიას თავდაპირველად პირდაპირი გაყიდვების მარკეტინგული სტრატეგია ჰქონდა არჩეული. ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტი მაიკლ დელი თვლიდა, რომ ამ გზით ის კლიენტებს დაუახლოვდებოდა და ზუსტად გაიგებდა თუ რა სურთ მომხმარებლებს. სტრატეგიამ გაამართლა. მაიკლმა უნივერსიტეტი მიატოვა, მშობლების 300 ათასიანი ქონება ბანკში ჩადო და მთელი დრო ბიზნესს დაუთმო.

საკუთარი დიზაინის კომპიუტერი „ტურბო” კომპანიამ 1985 წელს გამოუშვა, თუმცა პროცესორი არანაკლებ ცნობილ კომპანიას „ინტელს” ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა „DELL-ის” კაპიტალი 73 მილიონი დოლარით გაიზარდა. ინტერნეტის მეშვეობით „DELL-ის” პროდუქციის შეძენა 1996 წელს გახდა შესაძლებელი. ა ...
ჰიბრიდული სმარტფონი - „Chairman“
ხომ გაგიგიათ - ვისაც არა აქვს ნოკია, ვჟიზნე ის ადინოკია! მომიტევეთ ჟარგონისთვის, მაგრამ თავს სწორედ მასე ვგრძნობ. მობილური ტელეფონი გარდამეცვალა, სისტემამ აურია, ის უბრალოდ აღარ მუშაობს და ჩემთვის ძალიან საჭირო უამრავი კონტაქტი თან წაიღო. ეჰ, არადა რამდენი რამ მაკავშირებდა ამ ტელეფონთან. ოთხი თვის ხელფასი, რომელიც მის შეძენას მოვანდომე და კიდევ მუდმივი კავშირის 4 წელიწადი. დროა ახალ მობილურ ტელეფონზე ვიზრუნო, მანამდე კი კიდევ ერთ ფუფუნების საგანს წარმოგიდგენთ „Ulysse Nardin-ის“ ჰიბრიდულ სმარტფონს, სახელწოდებით - „Chairman“.
სინამდვილეში, „Ulysse Nardin“ საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიაა, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. ამასთანავე, ჰიბრიდული მობილური ტელეფონების ტექნოლოგიების სფეროში პიონერია და ახალი პროდუქტის მეშვეობით, ძვირადღირებული მობილური ტ ...
სააღდგომო კვერცხები და ფაბერჟე
ველოდები ჩემს 25-ე დაბადების დღეს, კიდევ სამმა თვემ უნდა განვლოს აგვისტომდე. ამინდი ნელ-ნელა სითბოს გვაპარებს. მე, როგორც მზის შვილს კმაყოფის შეგრძნებას მიმძაფრებს. ახლა აპრილია. აღდგომაა და ისიც 25-ე ჩემს ცხოვრებაში. ეს დღესასწაული ისევ ისე მიყვარს, როგორც ბავშვობაში. სააღდგომო კვერცხები შეღებილია, პასკა გამომცხვარია. ახლა უფრო დაზუსტებით ვიცი, რომ ეს ყველაფერი არამხოლოდ პატარებს ახარებს. რეალობაში, აღდგომა მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი სააღდგომო კვერცხების შემქმნელების შთაგონების მთავარი წყაროა. რას იფიქრებდა ადამიანი საუკუნეების წინ, რომ შეღებილი სააღდგომო კვერცხები შესაძლებელია ოდესმე ხელოვნების ნიმუში გამხდარიყო? ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიოში დეკორაციული სააღდგომო კვერცხები ნებისმიერი მასალისგან მზადდება. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს.
გერმანელი მხატვ ...
მუსიკა 2500 დოლარად
გლამურის მოყვარული მელომანებისთვის უკვე ცდუნების საგნად ქცეული ყურსასმენი - „რასა მიუზიქია“. ეს ბრილიანტებით მორთული ფუფუნება 2500 დოლარი ღირს. ასეთი ბრწყინავი აქსესუარი შესაძლოა დიჯეების შესაშურიც გახდეს. მისი შერჩევა ფერების მიხედვითაც შესაძლებელია. წარმომიდგენია მისი მეპატრონე, როგორც მოდურ წვეულებაზე წამყვანი პეროსნა.
გლამურული ყურსასმენი ცნობილმა დიჯეიმ - დონა დე კრუზსმა მოიგონა. დიზაინერი სწორედ მას ეკუთვნის. ბრილიანტებით მორთული ყურსასმენი დიზაინერმა დოლჩე და გაბანამ, ჟან პოლ გოტიემ და მსახიობმა დენიზ რიჩარდსმა პირველებმა შეიძინეს.

აბა წარმოიდგინეთ ახლა - ქართველი დიჯეი „რასა მიუზიქის“ ყურსასმენებით. როგორია?
„Procter&Gamble-ის” საპნის ოპერა
მილიარდოლარიანი ღირებულების კატეგორიაში შემავალი ბრენდები: „არიელი", „ჯილეტი", „პამპერსი", „ველა", „თაიდი", „მაქს ფაქტორი", „დურასელი", „პანტინი", „ბრაუნი" და „ორალ-ბი" მსოფლიოში ყველაზე მეტად მოხმარებადი პროდუქციაა. ამ საქონლის გაყიდვები დღითიდღე მატულობს, თუმცა ცოტამ თუ იცის რა აერთიანებთ მათ. ყოველი მათგანი კომპანია „Procter&Gamble-ის” საკუთრებაა.
კომპანიის სახელწოდება ორი ნაწილისგან შედგება. ვილიამ პროკტერი სანთლებს, ხოლო ჯეიმს გეიმბლი საპონს აწარმოებდნენ. თუმცა, რომ არა დები, რომელზეც მათ იქორწინეს, ისინი შესაძლოა ვერასოდეს შეხვედრილიყვნენ. მეწარეები 1837 წელს გაერთიანდნენ და საკუთარი კომპანია „Procter&Gamble” დაარსეს.პირველი მილიონ დოლარიანი მოგება „Procter&Gamble-მა” 1859 წელს მიიღო. ამ დროისთვის კომპანიაში 18 ადამიანი მუშაობდა. გაყიდვებმა პირველი მსოფ ...
სექსუალური რევოლუციიდან ელეგანტურობამდე ან უბრალოდ - კოკო შანელი
ქალურობა, ელეგანტურობა, მკაცრი სექსუალურობა – შანელთან ასოცირდება. მოდის სამყაროში ეს სახელი თითქმის ასი წლის წინ შევიდა და დღემდე აღტაცებას იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ გაბრილ შანელი 12 წლიდან ჭრა-კერვას ეუფლებოდა, ასეთ ექსტრაორდინალურ კარიერაზე არასოდეს უფიქრია. საღამოობით კაფე „როტონდაში” სიმღერას „ვის უნახავს კოკო” ასრულებდა. სწორედ აქედან მოდის მისი ფსევდონიმი კოკო შანელი. თუმცა კოკოს სიმღერა არცთუ ისე კარგად გამოსდიოდა. მისმა თაყვანისმცემელმა, ეტიენ ბალსანმა ერთ მშვენიერ დღეს პროფესიის შეცვლა ურჩია. ატელიე „მოდა შანელი” ასე 1910 წელს გაჩნდა.
მოდის ინდუსტრიაში შანელი რევოლუციონერი იყო. მიზანმიმართული ახალგაზრდა მკაცრ და შეუდარებელ კოსტუმებს ქმნიდა. ნამუშევრებში დასამუშავებლად ისეთ რთულ ნაჭრებს იყენებდა, როგორიცაა ტვიდი და ჯერსი. ერთმანეთს ყველაფერს უხამე ...
დრონი მეფობენ და არა მეფენი
საქმიანიანი ადამიანებისთვის ხშირად დრო ფულია.სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელთათვის ყოველი წამია მნიშვნელოვანი. ალბერტ ეინშტეინი ამბობდა - „X + Y + Z = A. X - მუშაობა; Y - თამაში; Z - ენაზე კბილის დაჭერის ხელოვნება; A - წარმატება". წარმატება და კომპანია „Petek Philippe" კი ერთმანეთის თანმდევია. ვინაიდან ჯერ კიდევ საუკუნის წინ მათი მომხმარებელი თვით ინგლისის დედოფალი ვიქტორია გახლდათ.
„Petek Philippe" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული საათების მწარმოებელი კომპანიაა. მისი ისტორია შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, 1839 წლიდან იწყება. ენტონი ნორბეტ პატეკი და მისი მეგობარი, ემიგრანტი პოლონეთიდან – ფრანცისზეკ სზაპეკი მუშაობას ერთად შეუდგნენ. საკუთარი ძალები გააერთიანეს და ჯიბის საათებს ქმნიდნენ. თუმცა 1844 წელს ფრანცისზეკ სზაპეკი ბიზნესს გამოეყო. ენტონის დრო ა ...
გაორების ხელოვნება, კლასიკა და ეპატაჟი
არავინ იცის თუ როგორია ის სინამდვილეში. მას ორი სამსახური და ასობით იმიჯი აქვს. ადამიანი, რომელმაც მოდის კანონები შეცვალა, უამრავი ინოვაცია და ემოცია დაბადა - ეს უბრალოდ ჯონ გალიანოა.
ჯონ გალიანო წელიწადში თორმეტამდე კოლექციას ქმნის. მიუხედავად ასეთი რეჟიმისა, ხელოვანს შემოქმედება ყველასათვის თანაბრად ჰყოფნის, ამიტომ ყოველი კოლექცია ინდივიდუალური და განუმეორებელი აქვს. მისმა გასაოცარმა ქმნილებებმა, ისეთი სახელწოდებებით, როგორიც არის: „აბსურდული თამაშები”, „მივიწყებული უმწეობა”, და „დაცემული ანგელოსები” საუკეთესო დიზაინერის პრემია სამჯერ მოუტანეს.გალიანოსთვის ტანსაცმელი თვითგამოხატვის საშუალებაა. ამიტომაა, რომ ახალი კოლექციების პარალელურად განსხვავებული იმიჯი შემოაქვს, რომელსაც პირველი თავადვე ირგებს. ჯონ გალიანო ხან ტაქსისტია, ხან ბოშა და ხან მოტოდორია. ლამაზ ...
ჯორჯ ბლეისდეილის ცეცხლოვანი იდეა
დიდი დეპრესიის პერიოდში შორეული ამერიკის მენავთობეთა ქალაქ ბრედფორდში, შტატ პენსილვანიაში ჩვეულებრივ სოფლის კლუბში ვინმე ჯორჯ ბლეისდეილი საცეკვაოდ მისულა. მაშინ ის ნავთობმომპოვებელი მოწყობილობების მწარმოებელი ფირმის მეწილე იყო. მეტალთან შეხება ყმაწვილობიდანვე ჰქონდა და არც გამომგონებლობის ნიჭი აკლდა. ცეკვა და ფუჭი დიალოგები ჯორჯს მალევე მობეზრდა, ამიტომ მორიგი სიგარეტის მოსაწევად ვერანდაზე გავიდა. აქ თავისი ძველი მეგობარი, დიკ დრესერი შენიშნა. ან როგორ შეიძლებოდა მისი არშემჩნევა, როდესაც ის სახის შეწუხებული გამომეტყველებით და ბუზღუნით ავსტრიული წარმოების, ძველ სანთებელას თავსახურს აწვალებდა. ჯორჯმა გახედა მეგობარს, სულ ერთი წამით დაფიქრდა და ვინაიდან დიკი შეძლებული ადამიანი გახლდათ, თავს ასეთი შენიშვნის მიცემის უფლება მისცა: „ძვირფასო დიკ, ახალი მეტად პრეზენ ...
სრულყოფილების დევნაში
სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი განვითარების სხვადასხვა სტადიებს გადის. ზოგი პროგრესიულად დროს უსწრებს, ზოგი მშვიდად დინებას მიჰყვება. ამავდროულად, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ხშირად მიბაძვის საგანი ხდება. არავინ იცის ვის რა უწერია სამომავლოდ, თუმცა ისეთებიც არსებობენ, ვისაც მიუხედავად ამისა, გეგმები წინასწარ საგულდაგულოდ გაწერილი აქვთ. საბოლოოდ, ჩვენი მიზნების სათავე ჩვენივე ღრმა ოცნებებიდან გამომდინარეობს. მიზნები სხვადასხვა გეგმის მეშვეობეით რეალიზაციის პროცესამდე აღწევენ. რეალურ ცხოვრებაში კი განხორციელებას ისინი ხანდახან ექვემდებარებიან ან სამწუხაროდ პირიქით, მინის ჭურჭელივით იმსხვრევიან. თუმცა ისიც მართალია - თუ ადამიანი ოცნებას წყვეტს, მაშინ მასში ახალი მიზნები ნაკლებად გენერირდება. ეს ისტორია იჯი ტოიოდას ეხება, რომელსაც მიუხედავად თავისი ას ...
კაუჩუკიდან რეზინამდე ანუ ვულკანიზაცია

მანქანა გავძარცვე. „კადილაკის" მოპარუ-ლი საბურავების საფასური 30 ათას დოლარს შეადგენდა. ასე, რომ 16 წლის ასაკში, საბურავების მოპარვის გამო დამაპატიმრეს. ციხეში ყოფნისას რადიოს მოსმენის ბედნიერება მქონდა. მაშინ ძალიან პოპულარული იყო ელვის პრესლის სიმღერა - „ახლა ან არასოდეს". როდესაც გამათავისუფლეს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ამ საქმეს არასოდეს დავუბრუნდები! - ასე დაიწყო ბარი ვაითის მუსიკალური კარიერა. თუმცა, დღევანდელი ბრენდის ისტორია ნაკლებად უკავშირდება ამ მომღერალს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ იმ კადილაკის საბურავები კომპანია „გუდიარს" ეკუთვნოდა.
კომპანია „გუდიარის” ისტორია და პროგრესი პირდაპირ საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უკავშირდება. ავტომობილის სიმძლავრის მატების პარალელურად, მოთხოვნა ახალი ტიპის საბურავებზე გაჩნდა. ყოფილი საბჭოთა ჯავშირის ბაზარზე ...
ვარდისფერი ცხვრის ცურვა
მე ვარდისფერი ცხვარი ვარ. 1969 წლის 16 მარტს დავიბადე ინგლისში - ქვეყანაში, რომელიც მსოფლიო მოდის ინკუბატორია. აქ, ლონდონში ფანტასტიური ნიჭის აუზი გვაქვს, ხოდა მეც გავცურე. ეპატაჟური ქცევის წყალობით მსოფლიო მოდის ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი გავხდი. როგორც ამბობენ, ჩემს მიერ ნებისმიერ თემაზე მომზადებული კოლექციები იდეალურია. ქალის ტანსაცმლის ჩემი პირველი კოლექცია ფართო საზოგადოებას 23 წლისამ წარვუდგინე. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ ყველაზე ახალგაზრდა ვარდისფერი ცხვარი ვარ, რომელსაც „წლის ინგლისელი დიზაინერის" ტიტული ოთხჯერ მიანიჭეს. შეიძლება ეს ბედისწერა იყო, ვინაიდან კიდევ 8 წელიწადი დამჭირდა, სანამ „ჟივენშის" მოდის სახლს მივაღწევდი. როცა სამსახურში ამიყვანეს მივხვდი, რომ „ჟივენშის" შესახებ არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ოდრი ჰეპბერნი მყავდა ნანახი და ისიც ცი ...
ჯადოსნური ყავა
თითქოს პირველად მივემართები უცხოობისკენ, სადაც არასდროს ვყოფილვარ. კარს მიღებს ნაცნობი მასპინძელი. თითების თითოეული ნერვიული დაბოლოება ხელში მოხერხებულად მოკალათებულ მორიგ საოცრად სურნელოვან ფინჯან ყავას ეხება. სახეზე უბიწოების ექსტაზში დამუნჯებული ღიმილი და ჩათვლემილი თვალების სასიამოვნოდ ირონიული გამოხედვა მაქვს. თავს ვიწყნარებ, მე ხომ ზუსტად ასეთი დილა მიყვარს. ხმაური, შიშინი... რადიო ტალღები ამინდის პროგნოზს გადმოსცემენ. ბრენდის სამზარეულოში ამინდი მზიანია, მოსალოდნელია უნალექო ყავის მიმოხილვა :)

ეს პოსტი ალბათ არც დაიწერებოდა, რომ არა ბრაზილიაში მყოფი მაქს მორგენტალერის 1930 წლის გამოგონება - ახალი, იოლად დასამზადებელი ყავის ფხვნილი, რომელსაც ადუღებულ წყალს ამატებ და ვუალა ცხელი, სურნელოვანონი სასმელი მზადაა. საიდუმლო რეცეპტი შვეიცარიაში მალევე აღმოჩნდ ...
Kingston VS. SanDisc
USB flash drive-ის (ფლეშკის) წარმოების პირველობას უამრავი კომპანია იბრალებს. სინამდვილეში, პირველი ფლეშკა სინგაპურში დაარსებულმა კომპანია - „ტრეკმა“ 2000 წელს გამოუშვა. ამას მოყვა ებრაული კომპანიის M-Systems-ის (2006 წლიდან ცნობილი, როგორც SanDisc) ანალოგიური პროდუქტის წარმოება, რომლის მარკეტინგს თავად IBM უზრუნველყოფდა. მსოფლიო ბაზარზე გამოსული ფლეშ მეხსიერება უკვე მაშინ 8 მბ-ს შეადგენა, რაც იმ პერიოდისათვის ხმარებაში არსებულ ფლოპი დისკის შესაძლებლობებს ხუთჯერ აღემატებოდა. რაც შეეხება ფლეშის ვიზუალურ მხარეს, დიზაინერები კვლავ ახერხებენ მსოფლიოს გაოცებას - ფორმები, ფერები, შეფუთვის მასალა მრავალფეროვანია. მეტიც, ზოგისთვის ეს ფუფუნების საგანია, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ფლეშკა განსაკუთრებული მეტალისგან მზადდება ან ძვირფასი ქვები აქვს ინკუსტირებული.
ამ პ ...
„ვულფორდი“ - გრძელი წინდა
- ყვითელი მზის ფერია, ნახატებზე მიყვარს, სამოსზე რა გითხრა?- ყვითელი ჩემი ფერია, მახალისებს, მათბობს.- შავი კლასიკურია. თეთრი სიწმინდის. წითელი აგრესიულია და ჩემს პირველ ფეტიშს ძალიან უხდება.- მე იასამნისფერი მიყვარს.- ჭკვიანი ქალები ჩემი მეორე ფეტიშია.- მე არ ვიცი როგორი ვარ, ხან ფერადი, ხან კიდევ კუბოკრულჩულქებიანი.
ამ დიალოგის მონაწილეებს საერთო მხოლოდ ქალის თეთრეულისადმი სიყვარული დარჩენიათ. ერთისთვის ეს სექსუალური ფეტიშია. მეორეს ცხოვრება კი ისე აეწყო, რომ ჭრელი, ნახატიანი ან ფერადი ჩულქები მისი თეთრეულის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა ფაქტია, რომ ის ერთი არც პირველი და არც უკანასკნელია, ვინაიდან ქალის თეთრეული მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანის სექსუალურ ფეტიშს წარმოადგენს. ან უბრალოდ, როგორც ჩემთვის ყოველთვის სასურველია. შესაბამისად, ამ პოსტში ქალის თ ...
„როზენტალის“ მოხატული თეფშები
ბებია (დედის დედა) არასოდეს მინახავს. ის ახალგაზრდა მკერდის კიბოსგან გარდაცვლილა. აი, დიდი ბებია კი კარგად მახსოვს. ძალიან უცნაური იყო ლიდა... კოხტა, კოპწია, მოწესრიგებული, არისტოკარტი და დახვეწილი. ზაფხულობით, როდესაც არდადეგები იწყებოდა, მთელი სამი თვით ბათუმში მაგზავნიდნენ. ხოდა, მეც ზღვიდან დაბრუნებულს სხვა რა საქმე მქონდა? დავძვრებოდი კარადებში, ვათვალიერებდი ყველაფერს. ორივე სართულის ყოველი ოთახი, სარდაფი და სხვენი შესწავლილი მქონდა. ყოველ ჯერზე ახალს აღმოვაჩენდი და მიხაროდა. ჩემი უსასრულო ევრიკის საგანი ლიდა ბებოს ანტიკვარული ნივთები იყო. რას არ იპოვიდი ამ ძველ საგვარეულო სახლში, მაგრამ განსაკუთრებულად ნაირფერი ჭურჭელი მიყვარდა. ვერცხლის დანები, ჩანგლები, კოვზები და აუარებელი, რაოდენობის მოხატული თეფშები. ოჯახში ყოველი ნივთის გაჩენის ისტორიას მიყვებოდ ...
ტეკილა - „1800 Select Silver“
ინფორმაცია ალკოჰოლის, კონკრეტულად კი ტეკილას მოყვარულთათვის :)
იცით თუ არა, რომ მსოფლიოში საუკეთესო, ულტრაპრემიუმ კლასის ტეკილა 25 ათასი დოლარი ღირს? ნამდვილად მასეა, არ გადამიჭარბებია!კოლექცია „1800 Select Silver“ სომელიეების მიერ ელიტურ სასმელად მიიჩნევა. იგი უნიკალური რეცეპტით არის დამზადებული და შეზღუდული რაოდენობით 2008 წელს გამოვიდა.
ზოგი იკითხავს - რა უნდა იყოს 25 ათასიანი ტეკილა? თუმცა, ამ სასმელს კონკურენტებისგან განსხვავებული უპირატესობები აქვს. ის აგავის 100%-ანი წვენისგანაა დამზადებული, ორჯერაა დისტილირებული და დაძველების მქონე სხვა ტეკილა ურევია.
ამბობენ, რომ ტეკილა „1800 Select Silver“ როგორც ყველა ელიტარული სასმელი სასიამოვნო და რბილ გემოს ტოვებს. მისი დალევა კოკტეილებთან ერთადაც შეიძლება.
რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ სად ვნახო ტეკილაზე დასახარჯი ...
Chanel J12 Marine Diver
საათი სახელწოდებით J12 Marine Diver კომპანია Chanel-ს ეკუთვნის. პირველად, ახალი პროდუქტი გამოფენა Baselworld 2010-ზე იქნა გატანილი. საათი წყალგაუმტარია. არსებობს ორ ფერში: შავი და თეთრი. J12 Marine Diver-ს მაღალტექნოლოგიური კერამიკული ზედაპირი აქვს, რომელიც საფირის კრისტალებს მოიცავს.

Baselworld საათებისა და იუველირული ნაწარმის გამოფენაა. ის სათავეს 1917 წლიდან იღებს. გამოფენა ათასობით კომპანიას მასპინძლობს და შვეიცარიაში ყოველწლიურად, გაზაფხულობით იმართება.

No comments:

Post a Comment